ძებნა
ჩათი
გამოკითხვა
ადამიანებო! გვეშველება რამე?
სულ პასუხი: 764
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მეგობრები


იოსებ ნონეშვილი

”ჩუქურთმისმჭრელის ეპიტაფია”


მე ქაშუეთის ჩუქურთმას ვჭრიდი,

ჩემი მღელვარე სულის ჩუქურთმას.
გაშლილი მქონდა ვარსკვლავთა წიგნი, 
ლოდებს არ ედო ხავსი, ვით ფიქრი
და გული თითქოს ჩემებრ უხურდათ...
მე ქაშუეთის ჩუქურთმას ვჭრიდი,
ჩემი მღელვარე სულის ჩუქურთმას.

გვიმრის ფოთოლი თუ რტო ვაზისა,
ძელქვაზე ფრთხილად ასული სვია
ისე დავხატე ქვაზე ფაქიზად,
რომ ჩემს სუნთქვაზე იწყებდნენ შრიალს.


და როს დაადგა ღვთის თვალი ტაძარს,
ანგელოსებმაც მარჯვენა მიქეს,
მე ღმერთი ვიყავ და ვიქეც კაცად,
მე კაცი ვიყავ და ღმერთად ვიქეც.

მაგრამ, უცნობო, როს სანთლის შუქი 
აგიჩირაღდნებს მწუხარე სახეს,
... კითხვის გაგრძელება »

სრულად წაკითხვა...



უცნობის პასუხი ლექსზე: ”ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას”

ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელიცლიცები, ისევ შორიდან მკლავ,
ო, რა ტყუილად დაგიქადნია, მე მოგიკლავო ქმარს.
შენი სიტყვები, შენი მუქარა გაჰყვა შარშანდელ ქარს.
სხვისი ვარ, ისევ ჩემი თითები სხვისთვის გაიშლის თმას.
სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს, სხვისი სახნისით ვხნავ.
. . .
ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ,

სრულად წაკითხვა...


გალაკტიონ ტაბიძე


"შერიგება"


ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,

თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები

და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,

გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.

დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს

და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,

მაისი ალით ააზამბახებს,

ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,

ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:

მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,

მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით.

ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე

მშვენიერების ლექსით მქებელი:

დღეს ყველგან მზეა და სილამაზე

სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი!

სრულად წაკითხვა...


გალაკტიონ ტაბიძე

"მერის თვალებით"


ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე,

დახურულია გული, როგორც საკანი რამე.

თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი,

გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი.

გაუდაბურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი,

ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე.

ოჰ, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ სიკვდილი მინდა,

არც პოეზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა.

ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე -

არე-მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი.

ჩამოიბუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა -

მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა!


1916.

სრულად წაკითხვა...



"ასი ათასი ვარსკვლავი"


დღე იდგა გაფითრებული,
რა წილი ერგო ორგვარი _
სასტიკიც და ულმობელიც
და თანაც გასაოცარი.

მიწას მოეღო უფსკრული,
ცას ცის კარიბჭე გაეღო
და კეთილი და ბოროტი
ერთმანეთისგან გაეყო…

დღე იდგა თითქოს განკითხვის,
მტკვარი ოხრავდა, მოთქვამდა,
არ მოსწრებოდა ამნაირს,
თუმცა დიდი დღე მოსდგამდა.

ქართველთა უდრეკ თავებით
მისი კალთები აივსო,
ვერავინ გამოარკვევდა,
წყალი თუ სისხლი არისო.

თბილისს ეკვროდა გალავნად
მტერი ურიცხვი, ულევი…
იდგა გოდება, ტირილი,
ვაება _ გამოულევი.

სიონი აალებული
ისეთი ცეცხლით იწვოდა,
განა ცხელოდა… მის გულში
სამარესავით ციოდა…

სიკვდილიც იყო ორგვარი _
ამაყიც, დამარცხებულიც…
ერი ცას მიწვდა _ მტრის ხელით
მიწაზე დანარცხებული.

მეტეხის ხიდთან ქართველის
სული ტრიალებს მორევში…
სიკვდილი და სიხარული
ირევა ერთმეორეში.

დღე იდგა გაფითრებული…
რა წილი ერგო ორგვარი _
სასტიკი და ულმობელი
და თანაც გასაოცარი.

ცის კაბადონზე ერთბაშად
თითქოს კოცონი დაენთოთ _
უქრობი ასი ათასი
ცაზე ვარსკვლავი აენთო!


სრულად წაკითხვა...


გადავწყვიტე შემექმნა საიტის გვერდი facebook-ზე, რათა უფრო მეტ მსურველს ჰქონდეს შესაძლებლობა იმ ლექსების წაკითხვის და შეცნობის, რომლებსაც აქ და ახლად შექმნილ გვერდზე დავდებ... გვერდის სახელია: "ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ"

მსურველებმა შეგიძლიათ გვერდი "მოიწონოთ"  

პატივისცემით საიტის ადმინისტრატორი.

სრულად წაკითხვა...


იყიდება საქართველო

იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით,
მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.
ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.
იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.
იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!

სრულად წაკითხვა...


გოდერძი ჩოხელი


"მოლოდინი"




- ასე მგონია, ვიღაცა უნდა შემხვდეს.
- ვინ უნდა შეგხვდეს?
- რა ვიცი.
- მაშ, რატომ გგონია?
- იცი, მე ის მიყვარდა.
- როდის?
- ეგ არ ვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინათ.
- მაინც?
- მანამ დავიბადებოდი.
- ვერ გავიგე.
- შეიძლება მაშინ დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან. მე იქ მიყვარდა და ეხლაც სულ იმას ვეძებ.
- რომ არ შეგხვდეს?
- ეგეც შეიძლება.
- უცოლო ხომ არ დაბერდები, მოიყვანე ვინმე.
- ვინ?
- რა ვიცი, ვინმე.
- არა, არა, ეგრე როგორ მოვიყვანო.
- ის რომ არ შეგხვდეს?
- ხომ მიყვარს?
- ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახავს და გიყვარს.
- ჰო, მიყვარს.
- იქნებ არ გიყვარს?
- მაშ, რატომ მგონია, რომ უნდა შემხვდეს?
- იქნებ სიზმარში ნახე.
- არა, სხვაგან ვნახე სადღაც.
- გარეგნობა გახსოვს, როგორი აქვს?
- არა, არ მახსოვს.
- მაშ, როგორ უნდა იცნო, რომ შეგხცდეს?
- ვიცნობ. ვიცი, რომ ვიცნობ. არ შეიძლება რომ არ ვიცნო.

* * *

- არ შეგხვდა?
- არა, არ შემხვდა. ... კითხვის გაგრძელება »

სრულად წაკითხვა...


ოთარ ჭილაძე 


"რაც დასახარჯი არსებობს ვხარჯავ”

კითხულობს ავტორი 





სრულად წაკითხვა...


გოდერძი ჩოხელი

"ამ მიწის ბედი ჩემი ბედია"


ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,
მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,
რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,
საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.
დავალაჯუნებ დედამიწაზე,
ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,
სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,
წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.

სრულად წაკითხვა...

« 1 2 3 4 ... 9 10 »