ძებნა
ჩათი
გამოკითხვა
ადამიანებო! გვეშველება რამე?
სულ პასუხი: 764
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მეგობრები


ოთარ ჭილაძე

"გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი..."



გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:
სულზე ბორკილად მადევს ასაკი
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი,
თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი.
მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას,
ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი...
და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა
და არა ერთი იმათთაგანი.
ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან,
თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი.
რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა,
რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით.
და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას,
შემთხვევის მონა და ბედის ურჩი,
წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა,
ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის.
მათ აღასრულეს ბუნების მსჯავრი,
ხუნდად დამადეს სულზე ასაკი...
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი
და მაინც - შენი გზის ავაზაკი.

1997 წ.

სრულად წაკითხვა...


ოთარ ჭილაძე

როდესაც ასე ახლოა გრემი...




როდესაც ასე ახლოა გრემი,

მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,

რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით

რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.



და თუმცა გრემი არის ბებერი,

არის დაღლილი და დანგრეული,

მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,

როგორც საყვარელ ქალის სხეული.



მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს

სახეგაპობილ კედლის ალმური

და უკვე ვიცი, რად მიყვარს ასე

ვაზიც, ჩუქურთმაც და სალამურიც.



მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს,

მე ყველაფერი მგონია ჩემი,

როდესაც ასე ახლოა გრემი,

როდესაც ასე ახლოა გრემი!



1959 წ.

სრულად წაკითხვა...


კოლაუ ნადირაძე

25 თებერვალი  


თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

1969

სრულად წაკითხვა...


რატი ამაღლობელი


"ეს სიყვარული გავდა ბავშვობის..."



ეს სიყვარული გავდა ბავშვობის

დროინდელ ზაფხულს, აგარაკს, ნიავს

რაღაც უწინდელს, რასაც დავშორდი –

ხეებზე ღამეს, მთვარეს და ქლიავს.

წყაროზე წასვლას, დასუსხვას ჭინჭრით

ზღაპრებს ბუხრის წინ, საუბრებს გვიანს

და როგორ მტკივა, და როგორ მიჭირს,

როცა მკვდარია და თვალებ-ღია

ეს სიყვარული, ოდესღაც წიწკვი,

ნაძვის ახალი წიწვივით ბასრი,

სურნელოვანი შუადღის სიცხით

და ნაძვის ჩრდილში მოსული აზრით: -

"რომ შენ მიყვარხარ” და რომ ეს გავდა

მინდორში დევნას ფრინველის ჩრდილის,

თეთრ პერანგს გასვრილს ბალახით, ანდა

მუხლებზე სისხლს და მშობლების ჩივილს.

ეს სიყვარული ცივ წყაროს გავდა,

პეშვით რომ ვსვამდი და წყურვილს კლავდა,

რომლითაც იმავ ჭრილობებს ვბანდი

სულსა და სხეულს, მუხლთან და მკლავთან.

და სული ჩემი სიყვარულს ამას

ყველაზე მყუდრო სახლივით გრძნობდა,

აივნებიდან ხედავდა ლამაზს –

მზის ჩასვლასა და ამოსვლას სოფლად.

ეს სიყვარული უმთავრესს გავდა,

თვითონ სიყვარულს, სხვა ყველა განცდა ... კითხვის გაგრძელება »

სრულად წაკითხვა...


რატი ამაღლობელი

"ღმერთო მაპატიე აპათეა..."


ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი.

სრულად წაკითხვა...


მურმან ლებანიძე

"ჩემს გალაკტიონს..."

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
_ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
_ საქართველოში??? _ ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...

სრულად წაკითხვა...


გამარჯობა!

მე www.poeziaaq.ucoz.com -ის ადმინისტრატორი BETO ვარ, ამ სიახლის კომენტარებში გთხოვთ დაწეროთ თქვენი აზრი საიტის შესახებ და თქვათ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, ნუ დიზაინთან დაკავშირებული პრობლემები გასაგებია, გარკვეული უზუსტობები არის საიტე სამომავლოდ ამას გამოვასწორებ, ვაპირებ საიტი ge ან com დომეინზე გადავიყვანო რა აზრის ხართ ამაზე?

სრულად წაკითხვა...


მურმან ლებანიძე

"ლეგენდად დარჩეს!"

გალაკტიონი
ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს
თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე
ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
უხორცო იყო,
ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაკტიონი
შემოსულა დუქანში იმ დროს,
მარტო დამჯდარა,
მარტოსული, და უთქვამს მარტოს:
არ მიუხმია
ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად,
უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ...(მახლობლად
პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაკტიონთან
ერთ - ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი;
პოეტი მეფე
ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
უკადრებია
რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის...
აჰფეთქებია
აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა
ცვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა,
შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია
რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან
პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი
შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი
ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ
თხებივით და ომი დამცხრალა,
"ტიტე, ძამიკო!"
შეშლილივით აყვირებულა
გალაკტიონი
და ორთავე ატირებულა...
ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული
ამოსჯდომიათ,
ხვევნა - კოცნა შექმნილა ძმური:
გადმოსცვენია
შვების ცრემლი ... კითხვის გაგრძელება »

სრულად წაკითხვა...


გალაკტიონი

* * *

სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუხრებია…
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო, – რომ შენ დაიღალე


სრულად წაკითხვა...


გალაკტიონი


"სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში"



დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები
შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი
მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შ ... კითხვის გაგრძელება »

სრულად წაკითხვა...

« 1 2 3 4 5 ... 9 10 »