ანა კალანდაძე


 * * * 

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა...
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო...
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო...

1945