გურამ რჩეულიშვილი

”დედა!”


არ ჩამოხვიდე ზღვაზე
ზღვა ძალიან ღელავს
შენთვის არ შეიძლება აქ ცურაობა
ზღვა ძალიან ღელავს
შენც ძალიან ღელავ
არ ჩამოხვიდე იცოდე ზღვაზე
ზღვა უდარდელია
ის ტყუილა ღელავს
ის ქარისგან ღელავს
შენ კი უთუოდ დაიხრჩვები ღელვისგან ზღვაში
მე თოლია ვარ და ქართან ერთად მლაშე
ტალღებს ვეთამაშები
ქარი ქრის თავისთვის
ზღვისთვისაც სულერთია თოლიის ბედი
შენ კი დაიხრჩვები ღელვისგან ზღვაში.
თოლიასაც არა აქვს თავის დარდი
არც ქარში აქვს ბინა
არც ზღვაში აქვს ბინა
არც ხმელეთზე
დედა!
ნუ ჩამოხვალ ...
აქ ყველაფერი ისედაც ღელავს
და შენ უთუოდ დაიხრჩვები ღელვისგან
ზღვაში.