გალაკტიონი


”არის მკითხველი...”


არის მკითხველი

მშვენიერ წიგნის

და არის მხოლოდ

გადამკითხველი...

ის ფურცლავს, ნიშნავს,

ადარებს, ჩიჩქნის,

მაგრამ ვინაა

აქ გამკითხველი?