პოეზიის საღამო
ძებნა
ჩათი
200
გამოკითხვა
ადამიანებო! გვეშველება რამე?
სულ პასუხი: 693
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 0
სტუმარი: 0
მომხმარებელი: 0
მეგობრები


გეძახი როგორც პატარა ბავშვი დედას ტირილში
ვცდილობ ავივსო შენი მადლით ფიალა მშრალი
ვიცი დრო მოვა დავიბუდებ გამხმარ ტირიფში
ხელცარიელი ვერ წამოვალ,უგონოდ მხდალი.
დამეხმარები?ვიცი ღმერთო დამეხმარები
მითხარ პასუხი გეხვეწები,მე ვცხოვრობ რისთვის?
ვამძიმებ რისთვის,ღვთისმშობელის წილხვედრ ქვეყანას?
რისთვის ვარ გარდა ამ მუხთალი ქარების რისხვის?
სულო ამაღლდი ალიონზე ფიქრო გათენდი
კაცი არარის ცივ ქარებმა ვერ დააბრკოლოს
და თუ ჩარჩება წუთი სოფლის შავბნელ გვირაბში
უფალი მისცემს იმ სინათლეს გვირაბის ბოლოს
იმ პაწაწინას მერე უნდა ძალა შემატო
თორემ გაქრება წუთიერი,უმსახურები
იგი პატარა შენს თვალებში უნდა დაანთო
რადგან გვირაბში კვლავ შავბნელით დაიბურები..
მამაო ჩვენო უწმინდესო,ნათება შენი
სულების გზაზე წარმიძღვება როცა წამოვალ
სიმშვიდეს მჩუქნის უმსახურებს ფიქრები ჩემი
ვიცი ოდესმე გაძარცული მე შენთან მოვალ..

სრულად წაკითხვა...


ერთ დღეს სიკვდილი კაცად ქცეულა,ხალხთან მისულა,
სახეს სანთლებით უნათებდა,თითქოს უფალი.
ქერა კულულა თმები,სხივად გადაქცეულა,
მიწას არეტყო მისი ფეხის არსაით კვალი.
ის იგიმოდა სიცოცხლეთი აღტაცებული,
ხალხს თვალსა სჭრიდა მისი სახის ნათება ბადრი,
ის გაიღიმა,ის ღიმილი ზეციურს გავდა,
არდავიწწყნია ხალხის გულებს ის ერთი კადრი.
ხატობის დღეა,ლუდი ისმევა,
დიაცებს ცეკვით შეუკრავთ რკალი,
მათთან ვაჟკაცი ფერხულით შევა,
წაეცეკვება შავთვალა ქალი.
სიკვდილის სახეს არეკვრის წარბი,
და ბაგე ბაგეს სულარეხება,
ქალების მზერა ცოტათი ხარბი,
მომაკვდავთ ცქერით სიკვდილი ტკბება.
ცოტა სევდაა კაცის თვალებში,
მაგრამ ფერხულით მაინც დაივლის,
სხივი უბრწყინავს ცისფერ თვალებში,
როდეს ბებერ მთას ისევ აივლის.
-ჰეი სიკვდილო ჩვენთან რად მოხველ?
გინდა ღიმილი ცრემლად აქციო?
გინდა წაგვართვა ჩვენი სულები,
და სისხლი გზაზე მიმოაქციო?
სიკვდილმა უთხრა:
-მე თქვენ მიყვარხართ,
როდეს გკლავთ მაშინ გიკეტებთ კარგს,
მოკვდავნი უკვდავ ადგილს მიმყავხართ,
გაცილებთ თქვენსას სატანჯველ სახლს.
-ჰეი რასამბობ,განა თანჯვაა,
საკუთარ კერას რომ მიუჯდები?
ღადარს აღვივებ ცეცხლს გააჩაღებ,
შვილიშვილებთან რომ მიყუჩდები?
,,სიცოცხლე არის სევდა ყოფნისა,
სიკვდილი არის სევდა არყოფნის’’
ბევრია მასზე სალაპარაკო,
მზე უკვე ჩადის მე დრო არმყოფნის.
დღეს მხოლოდ დღეს,არკვდება არვინ,
მხოლოდ მას აქცევთ მოგონე... კითხვის გაგრძელება »

სრულად წაკითხვა...


    გურამ მგელაძე 

”ნიკო ლორთქიფანიძეს”

 

მე შენ გიყურებ როგორც სტიქიონს,

ვით უზარმაზარ მწვერვალს მთამსვლელი,

 მე გადავფურცლავ კვლ... კითხვის გაგრძელება »

სრულად წაკითხვა...


რეზო თაბუკაშვილი

ანდერძი


მშვიდობას ვეტყვი, მალე ქართულ ზეცის საფირონს,
 და მცირე ტალღად შევერწყმები ზღვას, უნაპიროს.
ქარს, იმქვეყნიურს დავუხვედრებ, მალე, წინ აფრას;
დიდებულია! გარდვიქცევი მალე წინაპრად.

და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას,
მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის,
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.

მეც გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით,
მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით.

მე არასდროს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,
სამშობლო თქვენი, თუ არასდროს არ იცოტავეთ,
მაგრამ იცოდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ,
თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ.

დამარცხებულნიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,
ვინმეს სიგლახე, კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ.
მშვიდი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე,
სხვათა მიღწევით, სიხარული თუ გაიბევრეთ.


ეს ლექსი რეზო თაბუკაშვილმა გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე დაწერა და შვილიშვილებს მიუძღვნა

სრულად წაკითხვა...


გურამ რჩეულიშვილი

”დედა!”


არ ჩამოხვიდე ზღვაზე
ზღვა ძალიან ღელავს
შენთვის არ შეიძლება აქ ცურაობა
ზღვა ძალიან ღელავს
შენც ძალიან ღელავ
არ ჩამოხვიდე იცოდე ზღვაზე
ზღვა უდარდელია
ის ტყუილა ღელავს
ის ქარისგან ღელავს
შენ კი უთუოდ დაიხრჩვები ღელვისგან ზღვაში
მე თოლია ვარ და ქართან ერთად მლაშე
ტალღებს ვეთამაშები
ქარი ქრის თავისთვის
ზღვისთვისაც სულერთია თოლიის ბედი
შენ კი დაიხრჩვები ღელვისგან ზღვაში.
თოლიასაც არა აქვს თავის დარდი
არც ქარში აქვს ბინა
არც ზღვაში აქვს ბინა
არც ხმელეთზე
დედა!
ნუ ჩამოხვალ ...
აქ ყველაფერი ისედაც ღელავს
და შენ უთუოდ დაიხრჩვები ღელვისგან
ზღვაში.

სრულად წაკითხვა...


მურმან ლებანიძე
”თოვლი”


 დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით…
თოვდა,თოვდა…რა კარგია თოვა…
გადამიდგა და ბოდიშის მოხდით,
გამაჩერა სიგარეტი მთხოვა…
მივაწოდე გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ,-მთვრალი ვარო,მითხრა,
გავაბოლეთ,-გულის ფსკერზე დათბა,
სთქვა მადლობა,რა დროაო,მკითხა…
მე ვუთხარი,-ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა,
ეჰეჰეი! შეუძახა თბილისს
და ღიღინით ვერის აღმართს აჰყვა…
თოვდა,თოვდა,სიგარეტი გვქონდა,
თოვდა,თოვდა..რა კარგია თოვა…
რა კარგია-რა ბევრი და ცოტა…
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!

სრულად წაკითხვა...


”ჭირვეული მარტი”

დღეს გათენდა ჭირვეული მარტი
კვლავ ცის ნამი მომილოცავს დილას,
დღეს ხეებმა კვლავ გაშალეს კარტი
ეს ხეები ნამს ელიან ციდან.
მეც მოველი გაზაფხულის წვიმას
მეც მახარებს ჭირვეული ნამი,
წვიმას ველი გაზაფხულის წმინდანს,
რომ კვირტებმა შიგ ჩაუშვან ნავი.
ენძელაც კი მომიყვება ზღაპარს,
იებმა კი დამავიწყეს თავი
მარტი მთებსაც მოაშორებს საბანს,
დასჭირდება რამდენიმე წამი.
დღეს მარტია, ჭირვეული მარტი
ცისარტყელა ფერებს ცაში ფანტავს,
ზამთარს ისევ დაუძველდა ფანდი,
დღეს ზამთარი ზეცას ვეღარ მართავს.

სრულად წაკითხვა...


გოდერძი ჩოხელი
სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო...


კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...

კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!

სრულად წაკითხვა...


გოდერძი ჩოხელი
"დედი"


დედი,

რაღაც არ მასვენებს, ალბათ, ღმერთის წამ-წერა,

დედი,

როგორ შემოგკადრო შენზე ლექსის დაწერა?!

დედი,

ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ,

დედი,

ალბათ, ამიტომაც შენთან ყოფნა დამწერა.

დედი,

როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამ ქვეყნად,

დედი,

ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა ...

უკვდავება რომ დაიწყოს,

ღმერთს მოსურდეს აღწერა,

არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ,

ღმერთს დავტოვებ ნაწყენად.

ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს,

მაგრამ ერთის არ მჯერა:

სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა.

სრულად წაკითხვა...




11 წლის სანდრო ბასილიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება


სანდროს აქვს თავის ტვინის სიმსივნე. გაუკეთდა ოპერაცია, რის შედეგადაც ამოიკვეთა მხოლოდ 30%. ამჟამად ესაჭიროება ქიმიო თერაპია, რომელიც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მშობლებს არ აქვთ მკურნალობის საშუალება. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ სანდროს მკურნალობის გაგრძელებაში.


საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 557 20 79 38

საბანკო რეკვიზიტები: TBC ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE95TB7000000365118103

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE69BG0000000319270800

სრულად წაკითხვა...

1 2 3 ... 9 10 »