ილია ჭავჭავაძე: "ლოცვა"
ილია ჭავჭავაძე
"ლოცვა"
მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”
17 ივლისი, 1858 წ.
ტიარლევო

სულ კომენტარები: 3 | ||||
| ||||